Cookies help us provide better user experience. By using our website, you agree to the use of cookies.
0 comments oldtelavi

ქართული სამზარეულო ნოყიერი, ხორცისგან მომზადებული ტრადიციული კერძების გარდა ტკბილეულითაც გამოირჩევა. მაგალითად ფელამუში, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყურძნის წვენისგან მომზადებულ ბადაგში ზომიერად შერეული ხორბლის ან სიმინდის ფქვილი, ცეცხლზე შემომდგარ ქვაბში შექმნილი სასწაული გემო და განუმეორებელი ფელამუში, რომელიც რამდენიმე წუთით ბავშვობაში დაგაბრუნებთ.

ტრადიციული ფელამუში რამდენიმე სახისაა და იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ კუთხეში ამზადებენ. მაგალითად, დასალეთ საქართველოში მისი მომზადებისას სიმინდის ფქვილს გამოიყენებენ, აღმოსავლეთში ხორბალს ანიჭებენ უპირატესობას.

თავისთავად, ფელამუშის მომზადება ჩურჩხელების გარეშე წარმოუდგენელია, მისი მომზადება ხომ სწორედ ჩურჩხელების გამო ხდება, თუმცა ჩურჩხელებზე საინტერესო ამბებს შემდეგ ბლოგში მოგიყვებით. 

რაც შეეხება ფელამუშს, მისი დაგემოვნება სასტუმრო "ძველი თელავის" რესტორანში შეგიძლიათ. ასე რომ, გელოდებით!