Cookies help us provide better user experience. By using our website, you agree to the use of cookies.
0 comments oldtelavi

არ არსებობს საქართველო რთველის, რთველი სუფრის, სუფრა ღვინის და ღვინო კარგი ამბების გარეშე. თუ გინდა საქართველოს ტრადიციებს კიდევ უფრო ახლოს გაეცნო, აუცილებლად უნდა ეწვიო კახეთს ღვინობისთვეში და რთველის საყოველთაო ფერხულში ჩაება.

რთველი ერთგვარ დღესასწაულს წარმოადგენს, რომლის დროსაც ადამიანები კიდევ უფრო ახლოვდებიან. ერთად შრომობენ, ასუფთავებენ მარანს, ამზადებენ კალათებსა და ქვევრებს...

ამბობენ, კარგ ღვინოში ბევრი მზეაო, სწორედ ამიტომ რთველისთვის მზიან დღეს არჩევენ და მოკრეფილ ყურძენსაც მთელი დღის განმავლობაში მზეზე აჩერებენ, რათა ღვინო გაცილებით ტკბილი და გემრიელი გამოვიდეს.

ყურძნის მოკრეფისა და დაწურვის შემდეგ დღის საუკეთესო დასარული ახლოვდება. რთველის მონაწილეები ახალ ენერგიას იკრეფენ და ქართული სუფრისთვის ემზადებიან, რომელიც განსაკუთრებული ამბებით, წეს-ჩვეულებებითა და მხიარულებით გამოირჩევა.

თუ გსურთ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოთ ჩვენი ისტორია, ჩაებათ ყურძნის ფესტივალში, გაიცნოთ უნიკალური ტრადიციები, საკუთარ თავზე გამოსცადოთ კახური ოჯახების სიტკბო და სიხარული, გიწვევთ შემოდგომის თელავში!