Cookies help us provide better user experience. By using our website, you agree to the use of cookies.

სასტუმრო “ძველი თელავი” – დელუქსი ბიზნესზე ორიენტირებული სასტუმრო მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ღვინის სამშობლოს, კახეთის უძველესი დედაქალაქის, თელავის ცენტრში.

სასტუმროს პირველი კორპუსი XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში. მეორე კორპუსი- ახლად აშენებულ, თანამედროვე ნაგებობაში.

სასტუმროს შენობის არქიტექტურაში შერწყმული ძველი და ახალი სტილი ხაზს უსვავს ძველი ქალაქის თავისებურებას.

სასტუმრო “ძველი თელავი” საუკეთესო ადგილია, როგორც საქმიანი ადამიანებისათვის, ასევე თავისუფალი ტურისტებისათვის.

სასტუმროს პერსონალი თქვენთვის უზრუნველყოფს თბილ, მეგობრულ და ეფექტურ მომსახურებას.

სასტუმროს პირველი კორპუსისასტუმროს მეორე კორპუსი ჩვენი სასტუმრო თქვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს, სადაც შემოსვლისთანავე ჩვეული ქართული სტუმართმოყვარეობით დაგხვდებიან.

სასტუმროს ექსტერიერის ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს ქმნის მოდერნისა და ძველი ქართული მოტივების ერთობლიობა.

ჩვენს სასტუმროში არსებული საკონფერენციო დარბაზი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კონფერენციების, ასევე ვორქშოპების, სემინარების და სხვა ტიპის შეხვედრების გასამართად.

სასტუმრო ,,ძველი თელავი’’ შედგება ორი სამ სართულიანი კორპუსიაგან. პირველ კორპუსი მოიცავს 12 ნომერს, ხედით მთავარი ქუჩისა და შიდა ეზოზე. მეორე კორპუსი-23 ნომერს, ხედით მთავარ ქუჩაზე. .

სასტუმროს ვესტიბულისასტუმროს ინტერიერი სასტუმროს ინტერიერი გამორჩევა ქართული და უცხოური სტილის პროფესიონალური შეხამებით, ქმნის დახვეწილ და კომფორტულ გარემოს.

სასტუმრო "ძველი თელავი" არის ქალაქ თელავის საქმიანი და კულტურული დასვენების გამორჩეული ადგილი. სასტუმრო "ძველი თელავი" იდეალური ადგილია მათთვის, ვინც კომფორტს,სიმყუდროვესა და ყურადღებას აფასებს-დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მომსახურების ფართო არჩევანი, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა.

მომსახურე პერსონალი ცდილობს გაითვალისწინოს სტუმრის ყველა მოთხოვნა და საჭიროება, შექმნას იმდენად სასიამოვნო ატმოსფერო, რომ დაუვიწყარი გახადონ "ძველი თელავში" გატარებული დრო. მომსახურე პერსონალი მკაცრად იცავს სასტუმრო მომსახურების ნორმებსა და სტანდარტებს; მაქსიმალურად თავაზიანი და კეთილგანწყობილია.